თეორიული მასალა

როგორ შეიქმნა ინტერნეტი

1969 წელს აშშ-ს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში სამხედრო პროგრამების დაჩქარებისა და კორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა პირველი კომპიუტერული ქსელი ARPA Net, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განთავსებული 4 კომპიუტერი. ეს რევოლუციური ტექნოლოგია იმდენად მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომ სამხედროების წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ ქსელში დაშვებული იქნენ, ჯერ მსხვილი ლაბორატორიები, ხოლო შემდეგ უმაღლესი სასწავლებლებიც. ამან გამოიწვია ათასობით კომპიუტერის ერთიან ქსელში ჩართვა. ცხადია, რომ ასეთ ვითარებაში სამხედრო საიდუმლოების დაცვის გარანტიას ვერავინ იძლეოდა და ARPA Net  ორად გაიყო. სამხედროებმა დაიტოვეს მათთვის საშირო ნაწილი, ხოლო დანარჩენი გადაეცა საერთაშორისო საზოგადოებას და ამ მომენტიდან წარმოიშვა ინტერნეტი.
დასაწყისისათვის ინტერნეტით მხოლოდ სპეციალისტები სარგებლობდნენ. 1988 წელს  შემუშავდა World Wide Web (www) – ერთიანი საინფორმაციო ქსელის ტექნოლოგია, რომელმაც გააერთიანა ყველა არსებული ინფორმაცია ერთიან ჰიპერტექსტურ სივრცეში, რომელსაც 1990 წელს დაემატა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ინტერნეტ-გვერდების შექმნის, განთავსებისა და დათვალიერების ტექნოლოგია. ამ სიახლეების შემოღების შემდეგ ინტერნეტმა მიიღო დღევანდელი სახე და გახდა ყველაზე მსხვილი და ხელმისაწვდომი მასობრივი კომუნიკაციის საშუალება. დღეისათვის ინტერნეტს ჰყავს 1 მილიარდამდე მომხმარებელი.
ინტერნეტის ერთი საოცარი თვისებათაგანია ის, რომ მას არ ჰყავს პატრონი, ან ცენზურა. რა თქმა უნდა ზოგიერთ ტოტალიტარულ ქვეყანაში იყო ინტერნეტზე ცენზურის დადების და მისი გაკონტროლების მცდელობა, მაგრამ მსოფლიო მაშტაბით ინტერნეტი თავისუფალია. რა თქმა უნდა მომხმარებელთა დაცვის მიზნით, ადგილობრივი პროვაიდერები გარკვეული ზნეობრივი და ზოგ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის გათვალისწინებით არღვევენ მათ სერვერზე რასისტული ხასიათის ან ძალადობისაკენ მიმართული მასალების განთავსების მცდელობას. ამასთან ერთად მომხმარებელს აქვს საშუალება ე.წ ფილტრების საშუალებით, შეზღუდოს საკუთარ კომპიუტერში არასასურველი ინფორმაციისა და ვიდეო მასალის მირება.
48405289ერთი შეხედვით თითქოს იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში კომპიუტერების გავრცელების და მოხმარების ბუმია, მაგრამ გაეროს ოფიციალური მონაცემებით ტელეკომუნიკაციების განვითარების ზოგიერთი მაჩვენებელის მიხედვით, პოსტსაბშოთა 15 ქვეყანას შორის საქართველო იმყოფება:
-ყოველ 1000 მცხოვრებზე პერსონალური კომპიუტერების რაოდენობით მე-6 ადგილზე
-ინტერნეტმომხმარებლებით მე-11 ადგილზე
-ინტერნეტში ჩართული მოსახლეობის რაოდენობით კი მე-9 ადგილზე. რასაკვირველია, ბევრად სერიოზული და დიდია ჩამორჩენა განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებით; მაგალითად, ყოველ 1000 მცხოვრებიდან ინტერნეტის მომხმარებელია: გერმანიაში – 374, ბულგარეთში – 75, რუმინეთში – 45, ხოლო საქართველოში კი მხოლოდ 9 მომხმარებელი.
ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა ადამიანების ურთიერთდასაკავშირებლად. შენ შეგიძლია ინტერნეტით დაუკავშირდე ერთ ან ერთდროულად მრავალ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, მოძებნო შენთვის საჭირო ინფორმაცია რამოდენიმე წამში.
ინტერნეტის ყველაზე ფართოდ გავრცელებული შესაძლებლობებია:
ელექტრონული ფოსტა.  ეს არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ხდება შეტყობინების გაგზავნა ინტერნეტით სხვა პიროვნებისათვის.
მსოფლიო ვებ ქსელი. ეს არის ინფორმაციის უზარმაზარი ბაზა, რომელიც შეიცავს ტექსტებს, ფოტოებს, ფილმებს, ხმის და ვიდეო ჩანაწერებს. მისი ნახვა შეიძლება ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერით.
ჩეთი – ეს არის საუბარი კითხვების და პასუხების კლავიატურაზე აკრეფვის საშუალებით. შენ შეგიძლია კლავიატურით შეხვიდე ჩეთში, სადაც შეხვდები როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ ადამიანებს, ესაუბრო მათ და გაიჩინო ახალი მეგობრები.

No comments:

Post a Comment